რამდენიმე დღის წინ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი პოზიცია ესპანელ რაფაელ ნადალს დაუთმო.
მოახლოებულ წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯოკოვიჩს ლიდერობის დაბრუნება შეუძლია. ამისთვის სერბ ჩოგბურთელს ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩის მოგება სჭირდება და შემდეგ ტიტულის მოპოვება. არსებობს პირველი ადგილის დაბრუნების სხვა ვარიანტებიც. ეს პარალელურად რაფაელ ნადალის გამოსვლაზეა დაკავშირებული.
„პირველ პოზიციაზე დაბრუნება ძალიან რთული ამოცანაა იმის გათვალისწინებით, რა ძალის მეტოქეები დამიპირისპირდებიან. თუ მე შევძლებ ზედიზედ მეორე სეზონის პირველი ჩოგანის რანგში დასრულებას, ეს იქნება, უბრალოდ, ფანტასტიკური შედეგი. ყოველდღე ფიქრი ამის შესახებ დიდ მოტივაციას მაძლევს“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა სააგენტო „როიტერთან“ კომენტარში.
წლის შემაჯამებელი ტურნირი 10-17 ნოემბერს, ლონდონში გაიმართება. ჯგუფში ჯოკოვიჩის მეტოქეები იქნებიან – როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი და მატეო ბერეტინი. ნახევარფინალში ორი საუკეთესო ჩოგბურთელი გავა.
მეორე ქვეჯგუფში არიან – რაფაელ ნადალი, დანიილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი და ალექსანდრ ზვერევი.