ჯოკოვიჩს შესაძლოა მხარზე ოპერაცია დასჭირდეს
ჯოკოვიჩს შესაძლოა მხარზე ოპერაცია დასჭირდეს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შესაძლოა ტრავმირებულ მხარზე ოპერაცია გაიკეთოს. სწორედ ამ დაზიანების გამო, ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო მერვედფინალური მატჩის დასრულება შვეიცარიელი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ.

ეს ინფორმაცია გაავრცელა არნო ჩერუტიმ RTS Sport-დან, რომელმაც დაწერა: „კულუარული ჭორების მიხედვით, ნოვაკ ჯოკოვიჩს, შესაძლოა მხრის აღსადგენად ოპერაციის გადატანა მოუწიოს“.

ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა კრისტოფერ კლერიმ „ნიუ იორკ თაიმსიდან“.

„გავიგე, რომ ჯოკოვიჩის ტრავმირებული მხრის აღდგენას იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე ეს უბრალო დასვენებაა“, – აცხადებს კლერი.

32 წლის ჯოკოვიჩმა მაშინ მიატოვა ვავრინკასთან მატჩი, როცა ანგარიშით 4:6, 5:7, 1:2 იყო ჩამორჩენილი. 30 სექტემბერს ნოვაკს ტოკიოს ტურნირში სტარტი აქვს დაგეგმილი.