მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს მარტში გასამართ „მასტერსებს“ ინდიან უელსსა და მაიამიში. ამის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა.
როგორც Eurosport-ი იტყობინება, აშშ-ში 10 აპრილამდე გააგრძელეს იმ რეგულაციის მოქმედება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არ უშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
შეგახსენებთ, რომ შარშან ამ მიზეზით სერბმა ჩოგბურთელმა გამოტოვა აშშ-ისა და ავსტრალიის ღია პირველობები, სამი „მასტერსი“ აშშ-ში და ერთი კანადაში.