ჯოკოვიჩს კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა სურს #1TVSPORT
ჯოკოვიჩს კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა სურს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფიქრობს იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდეს.

„ვცდილობ ახალ თაობას გადავცე ყველაფერი, რაც აქამდე შევიტყვე. ცოდნა, შესაძლოა, დიდ წყევლად იქცეს, თუ მას გამოყენებას ვერ მოუძებნი.

რა უნდა გავაკეთო, როცა თამაშს დავასრულებ – ეს ყველაფერი საფლავში წავიღო, რათა მათ, ვინც ჩემს შემდეგ მოვლენ, ვერ ნახონ სარგებელი ჩემი ფილოსოფიისგან და მუშაობის მეთოდებისგან?

ჩემთვის ლოგიკურია, რომ მომდევნო ნაბიჯი უნდა გახდეს ჩემი ცოდნის სხვებისთვის გადაცემა. მომავალში საკუთარ თავს სხვადასხვა როლში ვხედავ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია განვვითარდე, როგორც მწვრთნელი“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.