სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს შანსი ისევ ჩაუდგეს სათავეში ATP-ის მსოფლიო რეიტინგს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შედეგების მიხედვით.
ამჟამინდელი პირველი ნომრის რაფაელ ნადალის გასასწრებად, სერბ ჩოგბურთელს სჭირდება შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა, ამასთან, ესპანელმა ჩოგბურთელმა ვერ უნდა მიაღწიოს ნახევარფინალამდე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კლასიფიკაციის ლიდერად რაფაელ ნადალი დარჩება.
გასულ წელს, ავსტრალიის ღიას გადამწყვეტ მატჩში ჯოკოვიჩმა 6:3, 6:2, 6:3 მოუგო ნადალს.