უიმბლდონზე ტრიუმფის შემდეგ, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში. მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარიერაში მეთორმეტედ ითამაშებს სეზონის დასკვნით ჩემპიონატში, – წერს ATP-ის პრესსამსახური.
უფრო ადრე, შემაჯამებელ ტურნირში თამაში რაფაელ ნადალმა გაინაღდა. ასე რომ, ლონდონში გასამართ ტურნირზე კიდევ ექვსი საგზურია დარჩენილი.
„შემაჯამებელ ჩემპიონატში მოხვედრა ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და შესანიშნავია, რომ ეს ასე ადრე შევძელი. მოუთმენლად ველოდები ნოემბერში ლონდონში დაბრუნებას და სეზონის საუკეთესო ჩოგბურთელებთან კონკურენციას“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ბოლო 12 წლის განმავლობაში, ჯოკოვიჩმა მხოლოდ ერთხელ გამოტოვა სეზონის ბოლო ტურნირი – 2017 წელს იდაყვის ტრავმის გამო.