ჯოკოვიჩმა შტრუფი დაამარცხა და მეოთხე წრეში კარენო ბუსტას შეხვდება [ვიდეო]
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდა და მეტოქე მარტივად, ანგარიშით 6:3, 6:3, 6:1 დაამარცხა.
სერბი გათამაშების მეოთხე ეტაპზე ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება, რომელმაც საკუთარი შეხვედრა ლიტველ რიკარდას ბერანკისთან ჩაატარა და მას სამ სეტში გაუსწორდა. აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჩოკოვიჩს ამერიკის ღია პირველობაზე ჩოგბურთის ლეგენდების – როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის არყოფნაში მე-18 სლემის მოგების უდიდესი შანსი გააჩნია.
სერბის მომავალ შეხვედრებში წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, ნახევარფინალში მისი სავარაუდო მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება.