ჯოკოვიჩმა პარიზის „მასტერსის“ ფინალი სენსაციურად წააგო
ჯოკოვიჩმა პარიზის „მასტერსის“ ფინალი სენსაციურად წააგო

სენსაციურად დასრულდა პარიზში 2018 წლის ბოლო „მასტერსი“.

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელსაც ზედიზედ 31 მატჩი ჰქონდა მოგებული, ფინალური შეხვედრა ორ სეტში წააგო რუს კარენ ხაჩანოვთან – 5:7, 4:6.

სერბ ჩოგბურთელს მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე ჰქონდა უპირატესობა, როცა ბრეიკით 3:1 დაწინაურდა. რუსმა ჩოგბურთელმა მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, პარტიის მიწურულს კი კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში კი ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ხაჩანოვმა მესამე გეიმში შეასრულა. მეორე პარტიაში ჯოკოვიჩს ბრეიკ-პოინტის ერთი შანსიც არ ჰქონია.

ხაჩანოვმა კარიერაში პირველად მოიგო “მასტერსის” სერიის ტურნირი, ჯოკოვიჩი კი ორშაბათიდან ოფიციალურად გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი.