სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მხარს უჭერს ესპანელ რაფაელ ნადალს, რომელმაც ოპერაცია გადაიტანა.
„გიგზავნი ჩემს საუკეთესო სურვილებს და მსურს მალე გამოჯანმრთელდე ოპერაციის შემდეგ, ჩემო მეგობარო“, – დაწერა ჯოკოვიჩმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ ნადალი მოიხსნა წლის შემაჯამებელი ტურნირიდან, რომელიც ლონდონში გაიმართება 11-18 ნოემბერს. ესპანელი სპორტსმენის სიტყვებით, ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა.