ჯოკოვიჩმა ნადალს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

13:15, 08.11.2018

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მხარს უჭერს ესპანელ რაფაელ ნადალს, რომელმაც ოპერაცია გადაიტანა.

„გიგზავნი ჩემს საუკეთესო სურვილებს და მსურს მალე გამოჯანმრთელდე ოპერაციის შემდეგ, ჩემო მეგობარო“, – დაწერა ჯოკოვიჩმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ნადალი მოიხსნა წლის შემაჯამებელი ტურნირიდან, რომელიც ლონდონში გაიმართება 11-18 ნოემბერს. ესპანელი სპორტსმენის სიტყვებით, ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა.

მსგავსი