ჯოკოვიჩმა, ნადალმა და ფედერერმა TOP100-ის მოთამაშეებს არარეიტინგული ჩოგბურთელების დასახმარებლად ფონდის შექმნა შესთავაზეს
ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა TOP100-ის მოთამაშეებს შესთავაზეს – შექმნან დახმარების ფონდი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც კორნავირუსის პანდემიის დროს დაზარალდნენ.
ლეგენდარული ჩოგბურთელების მიმართვა „სპორტ ილუსტრეიტედმა“ (Sport Illustrated) გამოაქვეყნა. ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი სთავაზობენ ტოპ-ასეულის მოთამაშეებს – შეიტანონ ფონდში თანხა რეიტინგის პროპორციულად: ხუთეულის მოთამაშეები გაიღებენ 30 ათას დოლარს, მეექვსედან მეათე ადგილამდე – 20 ათასს, 11-20 ადგილების მოთამაშეები – 15 ათასს და ასე შემდეგ.
ასევე ფონდში თანხას შეიტანენ ATP და „დიდი სლემის“ ტურნირები. შეგროვებული ფული განაწილდება მოთამაშეებზე, რომლებიც 250-700 ადგილებზე არიან კლასიფიკაციაში. თითოეული 10 ათასი დოლარი შეხვდება.
ATP-ის რეიტინგის ტოპ-ხუთეულში ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფელ ნადალი, დომინიკ ტიმი, როჯერ ფედერერი და დანიეილ მედვედევი არიან.