ჯოკოვიჩმა მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ლონდონის ფინალი წააგო
ჯოკოვიჩმა მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ლონდონის ფინალი წააგო

კიდევ უფრო დაძაბული გამოვიდა ლონდონის „ქუინზ ქლაბის“ ტურნირის ფინალი, რომელშიც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხორვატი მარინ ჩილიჩი ხვდებოდნენ.

სერბმა პირველ სეტში ექვსი ბრეიკპოინტი მოიგერია და მე-12 გეიმში გაკეთებული ერთადერთი ბრეიკით მოიგო პარტია. მეორე სეტში ბრეიკპოინტები მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა. აქედან ერთი მატჩბოლი იყო, მაგრამ ჩილიჩმა ყველა ეს საფრთხე მოიგერია და შემდეგ ტაიბრეიკზე მოიგო.

ამის შემდეგ, ხორვატი ფლობდა უპირატესობას და თავის მოწოდებებზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მერვე გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა – 5:7, 7:6(4), 6:3 ორი საათისა და 59 წუთის ბრძოლის შემდეგ.