ჯოკოვიჩმა მატჩბოლი მოიგერია და კარიერაში 92-ე ტურნირი მოიგო #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი სეზონი მოგებით დაიწყო – სერბმა ადელაიდაში კარიერაში 92-ე ტიტული მოიპოვა. ნოვაკმა სამი საათი და ცხრა წუთი ბრძოლის შემდეგ 6:7(8), 7:6(3), 6:4 მოუგო ამერიკელ პეტრ კორდას.
პირველ სეტში ჯოკოვიჩმა ექვსი სეტბოლი მოიგერია, თავად ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ კორდამ მეშვიდე ცდაზე შეძლო პარტიის მოგება.
მეორე სეტში კულმინაცია იყო მე-11 გეიმი, რომელშიც ამერიკელს 6:5-ზე მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა საფრთხე მოიგერია და შემდეგ ტაი-ბრეიკი იოლად მოიგო, რითიც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტ პარტიაში ბრეიკპოინტები მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა და ბოლო, მეათე გეიმში, მესამე ცდაზე შეძლო ბრეიკის აღება და მატჩის მოგება.
92-ე ტიტულის მოგებით ჯოკოვიჩი გაუთანაბრდა ესპანელ რაფაელ ნადალს. მათზე წინ არიან მხოლოდ ჯიმი კონორსი (109), როჯერ ფედერერი (103) და ივან ლენდლი (94).