ჯოკოვიჩმა ივან ლენდლს გაუსწრო და მესამე ადგილზეა რეიტინგში ლიდერობის ხანგრძლივობით
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ისევ პირველ ადგილზეა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მან 271-ე კვირა დაიწყო კლასიფიკაციის ლიდერის რანგში, გაუსწრო ლეგენდარულ ივან ლენდლს (270 კვირა) და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა.
რეიტინგში ლიდერობის მხრივ, ჯოკოვიჩზე წინ მხოლოდ ორი ჩოგბურთელია – ამერიკელი პიტ სამპრასი (286) და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (310).