დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფიზმომზადების მწვრთნელი შეცვალა.
გებჰარდ გრიჩის მაგივრად 32 წლის ჩოგბურთელის გუნდში იტალიელი მარკო პანიკი იმუშავებს, რომელიც სერბს 2017-2018 წლებშიც ეხმარებოდა.
ჯოკოვიჩმა გრიჩთან 2017 წლის მაისშიც შეწყვიტა თანამშრომლობა, მაგრამ 2018-ში კვლავ მასთან განაგრძო ვარჯიში.