ჯოკოვიჩმა დუბაის ტურნირი მეხუთედ მოიგო
ჯოკოვიჩმა დუბაის ტურნირი მეხუთედ მოიგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს თავის დაუმარცხებელ სეზონს. სერბმა ჩოგბურთელმა დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა – 6:3, 6:4 და 2020 წელს მოგებათა რიცხვი 21 მატჩამდე აიყვანა. ამ სეზონში ჯოკოვიჩმა 49 სეტი ითამაშა და 43 მოიგო, ჯამში კი 18 ჩოგბურთელი დაამარცხა.

ფინალში მეტოქეებს მცირე შანსები ჰქონდათ ერთმანეთის მოწოდებაზე. ჯოკოვიჩმა ბრეიკ-პოინტების 100-პროცენტიანი რეალიზაციის წყალობით მოიგო – სამიდან სამი შანსი გამოიყენა, მისმა მეტოქემ კი – ორიდან ერთი.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მეხუთე ტიტული დუბაიში, ციციპასმა კი აქ ზედიზედ მეორე ფინალი ვერ მოიგო – შარშან ბერძენი გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.