ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად გამოჩნდა კორტზე. სერბმა ჩოგბურთელმა დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირზე დაიწყო გამოსვლა.
პირველ წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე იყო ტუნისელი მალიკ ჟაზირი, რომელიც 260-ე ნომერია კლასიფიკაციაში. როგორც მოსალოდნელი იყო, ნოვაკმა ძალიან იოლად მოიგო – საათსა და ერთ წუთში 6:1, 6:2 გაიმარჯვა.
ჯოკოვიჩმა საკუთარ მოწოდებაზე ჯამში 10 ქულა დათმო. მისი მეტოქე ერთხელაც არ მისულა ბრეიკ-პოინტამდე, სერბმა კი რვა ასეთი შანსიდან ოთხი გამოიყენა.
ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება.