ჯოკოვიჩმა და მარეიმ იდეალური ჩოგბურთელი შექმნეს
ჯოკოვიჩმა და მარეიმ იდეალური ჩოგბურთელი შექმნეს

მსოფლიოს მოქმედმა და ყოფილმა პირველმა ჩოგნებმა – ენდი მარეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა „ინსტაგრამში“ ერთობლივი პირდაპირი ეთერის დროს იდეალური ჩოგბურთელი „შექმნეს“. მათ ამისთვის სხვა ჩოგბურთელების საუკეთესო თვისებები აიღეს.

სერბმა და ბრიტანელმა საუკეთესო მომწოდებლებად დაასახელეს ნიკ კირგიოსი და ჯონ ისნერი. ტურში საუკეთესო მიღება აქვთ სწორედ ჯოკოვიჩსა და მარეის. საუკეთესო ფორჰენდი – ხუან მარტინ დელ პოტროსა და რაფაელ ნადალს, ყველაზე ძლიერი ბექჰენდის განხილვისას, მარეიმ და ჯოკოვიჩმა ისევ გაცვალეს კომპლიმენტები და ერთმანეთი აირჩიეს.

მხოლოდ ორ სათამაშო კომპონენტში დაემთხვა მარეისა და ჯოკოვიჩის აზრები – ეს არის ბადესთან თამაში და გამარჯვებულის ფსიქოლოგია. აქ, შესაბამისად, საუკეთესოები არიან როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.

„მას ჩემპიონის ფსიქოლოგია გააჩნია. უბრალოდ დაუჯერებელია, რასაც ის მრავალი წელია აჩვენებს ყველა საფარზე. და როგორ ახერხებს აღდგენას მრავალრიცხოვანი ტრავმების შემდეგ. ჩემი აზრით, ჩვენ ოთხს შორის ის იყო ყველაზე მიდრეკილი ტრავმებისადმი. ყოველ მეორე სეზონში იღებდა დაზიანებას და შემდეგ ახერხებდა დაბრუნებას. მენტალური და ფიზიკური გიგანტი“, – თქვა ჯოკოვიჩმა თავის კონკურენტზე.