კორონავირუსის პანდემიისას თვითიზოლაციაში მყოფმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, საკუთარ სახლში ჩოგბურთი ითამაშა. ჩოგნის ნაცვლად, მან ტაფა გამოიყენა, ბადის ნაცვლად – ავეჯი.
„ტურნირები არასოდეს წყდება“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ჯოკოვიჩმა.
პროფესიული ტურის ტურნირები ოფიციალურად 7 ივნისამდეა შეწყვეტილი.