ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობა მოგებით დაიწყო და რეიტინგის პირველ ადგილზე დაბრუნდება #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობა მოგებით დაიწყო და რეიტინგის პირველ ადგილზე დაბრუნდება #1TVSPORT

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებით დაიწყო აშშ-ის ღია პირველობა.

ჯოკოვიჩი პირველ წრეში საფრანგეთის წარმომადგენელს, ალექსანდრ მიულერს ხვდებოდა და მეტოქეს საათსა და 34 წუთში მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო – 6:0, 6:2, 6:3.

სერბმა ექვსი ეისი ჩააწოდა, ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 12-დან შვიდი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მიულერის ანგარიშზე ერთადერთი რეალიზებული ბრეიკპოინტი იყო.

ამ მოგების შემდეგ გაირკვა, რომ აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგის სათავეში დაბრუნდება. ნოვაკმა შარშანდელი ტურნირი გამოტოვა და წელს ნიუ იორკში ქულების დაცვა არ უწევს. რეიტინგის ამჟამინდელი პირველი ნომერი კარლოს ალკარასი კი ტიტულსა და 2000 ქულას იცავს და წელს გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს ATP-ის განახლებულ კლასიფიკაციაში ჯოკოვიჩის გასწრებას.