მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა.
„ჯერ ისევ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა აშშ-ის ღიაზე. ნამდვილად არ ვიქნები ვაშინგტონსა და ცინცინატიში. „როლან გაროსზე“ გამოსვლას არაფერი უშლის ხელს. გეგმებში ასევე რჩება მადრიდისა და რომის „მასტერსები“, – თქვა ჯოკოვიჩმა.
ცოტა ნის წინ, სერბი ჩოგბურთელი მის მიერვე ორგანიზებულ ტურნირზე კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა, უკვე გამოჯანმრთელდა.
ჩოგბურთში მიმდინარე სეზონი 31 ივლისამდეა შეჩერებული.