ჯოკოვიჩის შემდეგ, მონრეალის „მასტერსს“ რაფაელ ნადალიც გამოაკლდა #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი გამოტოვებს მონრეალის „მასტერსს“, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.
ესპანელი აგრძელებს აღდგენას მუცლის კუნთის ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც მოიხსნა უიმბლდონის ნახევარფინალიდან.
„ოთხი დღის წინ დავიწყე მოწოდების ვარჯიში და გუშინ, მცირე დისკომფორტი ვიგრძენი, რომელიც დღესაც შენარჩუნდა. გადავწყვიტეთ არ გავემგზავროთ მონრეალში და გავაგრძელოთ ვარჯიშები ფორსირების გარეშე.
იმედია, კიდევ ვითამაშებ მონრეალში, სადაც ხუთი ტიტული მაქვს მოგებული“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ ნადალმა.