ჯოკოვიჩის მწვრთნელ გორან ივანიშევიჩს კორონავირუსი დაუდგინდა
ჯოკოვიჩის მწვრთნელ გორან ივანიშევიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა სოციალურ ქსელში კორონავირუსზე მესამე ტესტირების შედეგების შესახებ დაწერა.

„სამწუხაროდ, ბოლო 10 დღეში ორი უარყოფითი შედეგის შემდეგ, დადებითი ტესტი ჩავაბარე COVID-19-ზე. თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ჩემთან კონტრაქტში იმყოფებოდა – იზრუნეთ საკუთარ თავზე და ახლობლებზე. მე გავაგრძელებ თვითიზოლაციის დაცვას. ყველა დაავადებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ივანიშევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი საჩვენებელ ტურნირებზე, რომლის ორგანიზატორი იყო ნოვაკ ჯოკოვიჩი. ინფექცია გამოუვლინდა გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს, ვიქტორ ტროიცკის, აგრეთვე, რამდენიმე მწვრთნელს და ერთ ჟურნალისტს. ბოლოს, ამ სიას ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე შეემატა.