ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ, სრჟან ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგანის მიერ მოწყობილ ტურნირზე ნოვაკის და სხვა სპორტსმენების კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ დიმიტროვი საგამოფენო ტურნირზე უკვე დაინფიცირებული ჩამოვიდა. არავინ არ იცის, თუ სად დაავადდა იგი. მას ტესტი არც აქ და არც სხვა ქვეყნებში არ გაუკეთებია. ბულგარელმა დიდი ზიანი მიაყენა ხორვატიას, ჩვენს ოჯახს და მთლიანად სერბეთს. ჩვენ ყველანი თავს ცუდად ვგრძნობთ, განსაკუთრებით კი ნოვაკი. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად ძლიერი ნებისყოფა გვჭირდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა,“ – ციტირებს ჯოკოვიჩის მამას „არ-თი-ელ“ (RTL).
შეგახსენებთ, რომ სერბის გარდა კორონავირუსი გრიგორ დიმიტროვს, ვიქტორ ტროიცკის და ბორნა ჩორიჩსაც დაუდასტურდათ.