ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელსა და დიმიტროვის მწვრთნელს კორონავირუსი აქვთ
მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის გუნდის წევრს, ფიტნეს-მწვრთნელს მარკო პანიკის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დაწერა სერბულმა გამოცემა „სპორტ კლუბმა“.
აღნიშნავენ, რომ ტესტი ჩაუტარეს 22 ადამიანს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ გრიგორ დიმიტროვთან. 19 ტესტი უარყოფითი იყო. სწორედ დიმიტროვი გახდა პირველი ინფიცირებული საჩვენებელ ტურნირზე (Adria Tour). ამის შემდეგ, გააუქმეს ფინალური მატჩი ჯოკოვიჩსა და ანდრეი რუბლიოვს შორის.
ასევე კორონავირუსი აღმოაჩნდა დიმიტროვის მწვრთნელს კრისტიან გროჰს. მანამდე დადებითი ტესტი ჩააბარა ხორვატმა ჩოგბურთელმა ბორნა ჩორიჩმა.