„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დედამ აღიარა, რომ 2019 წლის უიმბლდონზე მისი ვაჟის ფინალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ, ყველაზე მძიმე იყო ქალის ცხოვრებაში. დიანა ჯოკოვიჩმა, აგრეთვე, ილაპარაკა ნოვაკის ურთიერთობაზე გულშემატკივრებთან.
„ნოვაკი – მენტალურად ძალიან ძლიერია. კოლოსალურ სტრესს განვიცდი, როცა მას და მის თამაშს ვაკვირდები, როგორ ებრძვის ტრიბუნებს. აღფრთოვანებული ვარ ნოვაკით. ფედერერმა უდიდეს შედეგებს მიაღწია, ამაზე არავინ კამათობს. იმედია, ნოვაკი ერთხელ გადაუსწრებს მას.
2019 წლის უიმბლდონის ფინალი ყველაზე მძიმე მატჩია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. პუბლიკა აუტანელი იყო, ყველა ყვიროდა: „როჯერ, როჯერ!” ჩვენ კი ცოტანი ვიყავით.
ვფიქრობ, დღეს ხალხი იცვლის საკუთარ აზრს ნოვაკთან დაკავშირებით, მათ ესმით, რომ მხოლოდ ფედერერი და ნადალი არ არსებობენ. მათ იმდენად აღმერთებენ, რომ სხვებისთვის ადგილი აღარ რჩება.
დააკვირდით, როგორი იყო გულშემატკივრების დამოკიდებულება და ამ ფონზე ვინ მოიგო ყველაზე მეტი ბოლო ათ წელიწადში. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან შურიანები, მაგრამ რა გაეწყობა. ვფიქრობ, ნორმალური ადამიანების 99 პროცენტს უყვარს ნოვაკი”, – განაცხადა დიანა ჯოკოვიჩმა.