ჯოკოვიჩის 57-ე მეოთხედფინალი - აშშ-ის ღია, კაცები, 1/8-ფინალის შედეგები #1TVSPORT
ჯოკოვიჩის 57-ე მეოთხედფინალი - აშშ-ის ღია, კაცები, 1/8-ფინალის შედეგები #1TVSPORT

ფაქტები

* სამი ამერიკელი ჩოგბურთელი პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში 2005 წლის შემდეგ.

* მსოფლიოს 47-ე ჩოგანი ბენ შელტონი მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. პირველად მან ეს წელს, ავსტრალიის ღიაზე შეძლო.

* შელტონი აშშ-ის ღიას შემდეგ პირველად მოხვდება რეიტინგის TOP 30-ში.

* შელტონმა მერვედფინალურ მატჩში მიმდინარე ტურნირზე ყველაზე ძლიერი მოწოდება შეასრულა – ბურთის სიჩქარე იყო 240 კმ/სთ. აშშ-ის ღიას რეკორდი ენდი როდიკს ეკუთვნის – 244 კმ/სთ.

* ნოვაკ ჯოკოვიჩი 57-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. აშშ-ის ღიაზე მან ეს მეცამეტედ გააკეთა.

* წელს ჯოკოვიჩი ერთადერთი ჩოგბურთელია ATP-დან, ვინც „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია – მის ანგარიშზეა ტიტულები ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსზე და ფინალი უიმბლდონზე.

* ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელსაც წინა შვიდი მატჩიდან ყველა მოუგო.

* ტეილორ ფრიტცი პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში. მან გაიმეორა თავისი დედის საუკეთესო შედეგი – 1978 წელს კეტი მეიმ ასევე მიაღწია მეოთხედფინალურ ეტაპამდე.

 

კაცები. 1/8-ფინალი

ფრენსის ტიაფო (აშშ, 10)-რინკი ჰიჯიკატა (ავსტრა)             6:4, 6:1, 6:4

ბენ შელტონი (აშშ)-ტომი პოლი (აშშ, 14)       6:4, 6:3, 4:6, 6:4

ტეილორ ფრიტცი (აშშ, 9)-დომინიკ შტრიკერი (შვეიც)       7:6, 6:4, 6:4

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ბორნა გოიო (ხორ)              6:2, 7:5, 6:4