მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ATP500-იანი სერიის ტურნირის გამარჯვებულია.
სერბმა ფინალში ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯონ მილმანი ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა ამ მოგებით სარეიტინგო 500 ქულა აიღო და 10365 ქულით კვლავ ცხრილის სათავეშია.
ნოვაკი ტოკიოდან ჩინეთში, შანხაის მასტერსზე გადაერთვება, სადაც მეორე წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში და მისი მეტოქე ტიაფოსა და შაპოვალოვს შორის მოგებული ჩოგბურთელი იქნება.