ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირის ფინალშია
ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირის ფინალშია

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ATP500-იანი სერიის ტურნირის ფინალში გავიდა.

სერბმა ნახევარფინალში დავიდ გოფინი ორ სეტში 6-3; 6-4 დაამარცხა. ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ჯონ მილმანი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ამერიკელ ოპელკას ორ სეტში სძლია.