ჯოკოვიჩი შანხაიში წარმატებულ სვლას განაგრძობს
ჯოკოვიჩი შანხაიში წარმატებულ სვლას განაგრძობს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჩინეთში მიმდინარე 1000-იანი სერიის „შანხაის მასტერსზე“დამაჯერებელ გამოსვლას განაგრძობს. მან, პირველ წრეში, ფრანგი – ჟერემი შარდი დაამარცხა (6:3 7:5), დღეს კი შანსი იტალიელ – მარკო ჩეკინატოს არ დაუტოვა (6:4 6:0). დღევანდელი მდგომარეობით, რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ სერბს, იტალიელთან ძველი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი. წელს მარკო ჩეკინატომ ნოვაკი საფრანგეთის ღია პირველობიდან 1/4-ში გამოთიშა.

ამ მოგებით ჯოკოვიჩი შანხაის ტურნირის რვა საუკეთესო ჩოგბურთელში გავიდა და მომდევნო შეხვედრას ხვალ, სამხრეთ აფრიკელ – კევინ ანდერსონთან გამართავს. დიდი სლემის ტურნირების 14-გზის გამარჯვებულ სერბს ამ ტურნირის და წელს გასამართ სხვა ტურნირებზე დამაჯერებელი გამოსვლის შემთხვევაში, შანსი აქვს 2018 წელი მსოფლიოს პირველ ჩოგბურთელად დაამთავროს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მასტერსზე ასპარეზობას განაგრძობენ მსოფლიოს მეორე ჩოგანი – როჯერ ფედერერი და ხუთეულში შემავალი ორი მოთამაშე: არგენტინელი დელ პოტრო(4) და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი(5).