მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებს მოუყვა – რას ელოდება დიდი სლემის რიგით მეორე ჩემპიონატისგან – როლან გაროსისგან და რა არის ამ ტურნირზე მისი მთავარი მიზანი.
„უნდა გავაუმჯობესო თამაში გრუნტზე. თუ ვაპირებ როლან გაროსის მოგებას, უფრო ძლიერად უნდა გამოვიდე, ვიდრე შარშანდელ სეზონში. მთავარი მიზანია – რაფაელ ნადალის დამარცხება. ასევე გრუნტზე ძლიერები არიან დომინიკ ტიმი და ალექსანდრ ზვერევი. არ უნდა ჩამოვწეროთ როჯერ ფედერერი“, – მოჰყავს რეიტინგის ლიდერის სიტყვები გაზეთ „დეილი ექსპრესს“.
შარშან ჯოკოვიჩმა სენსაციურად წააგო როლან გაროსის მეოთხედფინალი იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან. რაფაელ ნადალი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია – შარშან, მან კარიერაში მეთეთრმეტედ მოიგო როლან გაროსი.
2019 წელს, როლან გაროსი 26 მაისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება.