მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP500 კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ჯოკოვიჩის გარდა, განაცხადი შეტანილი აქვთ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონს, ავსტრიელ დომინიკ ტიმს, არგენტინელ დიეგო შვარცმანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასსა და რუს დანიილ მედვედევს.
ვენაში ტურნირი 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართება.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კვირას როლან გაროსის ფინალში ითამაშა და სამ სეტში დამარცხდა ესპანელ რაფაელ ნადალთან – 0:6, 2:6, 5:7. ეს ამ სეზონში სერბის მხოლოდ მეორე მარცხი იყო.