ჯოკოვიჩი ნიცაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის იზრუნებს
ჯოკოვიჩი ნიცაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის იზრუნებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს დაეხმაროს სერბულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარეობს.

გაზეთ „ფიგაროს“ (Le Figaro) ინფორმაციით, ლაპარაკია პატარა ეკლესიაზე, რომელშიც იკრიბება სერბული დიასპორა. იმ მიწის მფლობელი, რომელზეც დგას ეკლესია, ორი წლის წინ გარდაიცვალა და ახლა, მემკვიდრეებს ტერიტორიის გაყიდვა სურთ.

31 წლის ჯოკოვიჩის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩოგბურთელი იზრუნებს იმაზე, რომ ეკლესია დარჩეს ისტორიულ ადგილზე. სავარაუდოდ, ის ფულად შემოწირულობას შეიტანს.

2018 წლის დეკემბერში ნოვაკმა, რომელიც მონტე კარლოში ცხოვრობს. ჯოკოვიჩმა ეკლესია თავის ვაჟთან სტეფანთან ერთად მოინახულა.