ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი მადრიდის „მასტერსზე“ ითამაშებენ #1TVSPORT
ცნობილი გახდა ჩოგბურთში მადრიდის „მასტერსის“ მონაწილეთა სია. პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ, ერთ ტურნირზე ერთად მოიყრიან თავს „დიდი სამეულის“ წევრები – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. ასევე განაცხადში არიან ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი.
ქალთა ტურნირის შემადგენლობაც ვარსკვლავური იქნება. განაცხადი შეტანილი აქვთ რეიტინგის პირველი სამეულის წევრებს – ავსტრალიელ ეშლი ბარტის, იაპონელ ნაომი ოსაკასა და რუმინელ სიმონა ჰალეპს.
მადრიდის „მასტერსი“ 2-9 მაისს გაიმართება.