ჯოკოვიჩი მონტე კარლოს „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT
ჯოკოვიჩი მონტე კარლოს „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ნაადრევად გამოეთიშა მონტე კარლოს „მასტერსს“. სერბმა მერვედფინალური მატჩი იტალიელი ლორენცო მუსეტის (21-ე ნომერი) წინააღმდეგ სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ სამ სეტში დათმო – 6:4, 5:7, 4:6.

ორივე ჩოგბურთელმა ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე: მუსეტის 14 ბრეიკპოინტი და 8 ბრეიკი ჰქონდა, ჯოკოვიჩს – 13 ბრეიკპოინტი და 7 ბრეიკი. გარდა ამისა, სერბმა მხოლოდ ერთი ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მეოთხედფინალში მუზეტი თანამემამულე იანიკ სინერს შეხვდება.