მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი არ ითამაშებს მონრეალის “მასტერსზე”. სერბმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ჯერ ვერ აღიდგინა ფიზიკური კონდიციები უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ.
“სამწუხაროა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გადავწყვიტე გამოვტოვო მონრეალის ტურნირი. მივიჩნიე, რომ ჩემს ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება აღდგენისთვის და თამაშში დაბრუნებისთვის. ამ აზრს ჩემი გუნდიც იზიარებს. მიყვარს კანადა, მე იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ისე მაგრძნობინებენ თავს, თითქოს საკუთარ სახლში ვიყო. იმედია, მომავალ წელს შევძლებ აქ ჩამოსვლას”, – განაცხადა 32 წლის ჯოკოვიჩმა ATP-სთან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მონრეალში თამაშზე უარი თქვა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა.
კანადური “მასტერსი”, რომელიც 5 აგვისტოს იწყება, ჯოკოვიჩს ოთხჯერ აქვს მოგებული.