ჯოკოვიჩი მონაკოს „მასტერსის“ მერვედფინალში რთულად გავიდა
ჯოკოვიჩი მონაკოს „მასტერსის“ მერვედფინალში რთულად გავიდა

მონაკოში მიმდინარე “მასტერსზე” მეორე წრე დაიწყო და ამ ეტაპზე მძიმე მატჩის გადატანა მოუწია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს.

სერბმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო თანამემამულე დუშან ლაიოვიჩს, ხორვატ ბორნა ჩორიჩს ეთამაშებოდა და 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა ორ სეტში მოსაგებად – 7:6(2), 7:5.

ჩორიჩს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ცხრა რვის წინააღმდეგ, მაგრამ ჯოკოვიჩმა ოთხი შანსი გამოიყენა, ხორვატმა – სამი. პირველ სეტში ნოვაკი გადარჩა, როდესაც 5:5-ზე ორი დაფარული სეტბოლი მოიგერია. ამის შემდეგ, სერბმა ტაი-ბრეიკზე იოლად მოიგო.

მეორე სეტში ჯოკოვიჩი ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით და ჩორიჩმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. მეორედ ეს 4:5-ზე გააკეთა და ამისთვის შვიდი მატჩბოლის მოგერიება დასჭირდა. სულ ბორნამ ცხრა მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ჯოკოვიჩმა მეათე ცდიდან მაინც შეძლო მოგება და მერვედფინალში გასვლა, სადაც ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.