ჯოკოვიჩი ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსებიდან“ მოიხსნა #1TVSPORT
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადი გამოიტანა ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსებიდან“, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გაუვლია.
„მიუხედავად იმისა, რომ ავტომატურად ჩამრთეს ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსების“ ბადეში, ვიცოდი, რომ ამ ტურნირებზე თამაში ნაკლებად სავარაუდო იყო. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა დაადასტურა, რომ წესი არ შეიცვლებოდა, ამიტომაც ვერ შევძლებ ამ ქვეყანაში თამაშს. წარმატება მათ, ვინც ითამაშებს ამ შესანიშნავ ტურნირებში“, – დაწერა „ტვიტერში“ სერბმა ჩოგბურთელმა.
როგორც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) იტყობინება, ინდიან უელსის ძირითად ბადეში ჯოკოვიჩის ადგილს ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაიკავებს.