ჯოკოვიჩი - გარანტიას არ ვიძლევი, რომ ასეთი რამ არ განმეორდება
ჯოკოვიჩი - გარანტიას არ ვიძლევი, რომ ასეთი რამ არ განმეორდება

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაწვრილებით ილაპარაკა აშშ-ის ღია პირველობიდან თავის დისკვალიფიკაციაზე. ჩოგბურთელს დაატოვებინეს ტურნირი იმის გამო, რომ არასათამაშო სიტუაციაში მსაჯს ბურთი გაარტყა.

„რა თქმა უნდა, როგორც ყველა, მეც ვმუშაობ ფსიქოლოგიასა და ემოციებზე ისევე მონდომებით, როგორც ფიზიკურ მომზადებაზე, ვცდილობ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო კორტზე და მის ფარგლებს გარეთ. მესმის, რომ მაქვს ემოციური აფეთქებები – ყოველთვის ასეთი ადამიანი და მოთამაშე ვიყავი. რა თქმა უნდა, კარიერის დროს ყოფილა რთული მომენტები, რომელიც ემოციიის მმართვას ეხებოდა, მაგრამ კორტზე მარტო ხარ, დაძაბულობა მაღალია, წნეხი ძლიერი და გიწევს ამის გამკლავება, ამიტომაც ხდება ასეთი სიტუაციები.

გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ასეთ რამეს აღარ გავაკეთებ. ნამდვილად შევეცდები გავაკეთო ყველაფერი, რომ მსგავსი არ განმეორდეს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. მე ამას აღვიქვამ, როგორც სერიოზულ, მნიშვნელოვან გაკვეთილს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო მაშინვე მიმეღო მომხდარი. ორი დღე შოკში ვიყავი, გაოგნებული მომხდარით. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს მატჩებში, სხვა მოთამაშეების მატჩებში. უბრალოდ, არ გამიმართლა, რომ ბურთი ასე ცუდად მოხვდა ხაზის მსაჯს. ბევრი ბჭობა იყო იმის შესახებ, დამსახურებული იყო თუ არა დისკვალიფიკაცია. მე ამას შევურიგდი და ცხოვრება გავაგრძელე. თუმცა, არ დამვიწყებია და არც არასოდეს დავივიწყებ“, – განაცხადა ნოვაკმა.