ჯოკოვიჩი დუბაიში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს
ჯოკოვიჩი დუბაიში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს

სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

პირველ წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე ტუნისელი მალიკ ჟაზირი იყო, რომელიც სერბმა ძალიან იოლად ანგარიშით 6:1, 6:2 დაამარცხა. მეორე წრეში ნოვაკი ვეტერან გერმანელ ჩოგბურთელს ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 6:1 გაიმარჯვა.

დღეს მსოფლიოს პირველი ჩოგანი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში იასპარეზებს. მეტოქეები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და სერბის ანგარიშზე ოთხი გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ნოვაკი 2018 წლის პარიზის მასტერსის ფინალში დაამარაცხა.

სხვა 1/4 ფინალური წყვილები: ა.რუბლიოვი-დ.ევანსი,ლ.შტრუმფი-ს.ციციპასი,რ.გასკე-გ.მოფილსი.