სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუმინელი სიმონა ჰალეპი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად (მსოფლიო ჩემპიონებად) დასახელდნენ.
ჯოკოვიჩისთვის ეს მეექვსე ანალოგიური აღიარებაა, ჰალეპი კი ITF-ის პრიზს პირველად მიიღებს.
დაჯილდოვების ცერემონია 4 ივნისს, პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობის დროს გაიმართება.
„ჩემთვის დიდ პატივია ისევ გავხდე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ITF-ის ვერსიით. განსაკუთრებით ვამაყობ ამ მიღწევით მას შემდეგ, რაც წელს გადავიტანე. მიუხედავად ამისა, ჩემს ერთ ნაწილს ყოველთვის სჯეროდა, რომ შევძლებდი მწვერვალზე დაბრუნებას. ძალიან სასიამოვნოა გავუტოლდე პიტ სამპრასს, რომელსაც ასევე ექვსჯერ აქვს მოგებული ეს პრიზი,“ – აღნიშნა ჯოკოვიჩმა.