მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მხარის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესზე ილაპარაკა. ეს დაზიანება მან ამერიკის ღია პირველობის მსვლელობისას მიიღო და ვერ დაასრულა მერვედფინალური შეხვედრა შვეიცარიელი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ.
“დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მე ვვარაუდობდი. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ვერ შევძელი აშშ-ის ღიაზე ბრძოლის გაგრძელება.
თუ იდეალურ სცენარზე ვილაპარაკებთ, მე ძალიან მინდა ტოკიოში თამაში. მანამდე კი მინიმუმ ერთი კვირა მესაჭიროება, რათა მივხვდეე, როგორ მდგომარეობაში ვიმყოფები”, – მოჰყავს პორტუგალიურ A Bola-ს ჯოკოვიჩის სიტყვები.
აღვნიშნავთ, რომ იაპონიის ღია პირველობა 30 სექტემბერს დაიწყება.