სერბეთის ნაკრების კაპიტანმა ნენად ჟიმონჟიჩმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებს დევისის თასის ფინალურ ტურნირში, რომელიც მადრიდში 18-24 ნოემბერს გაიმართება. სერბეთის ნაკრები A ჯგუფში საფრანგეთისა და იაპონიის წინააღმდეგ იასპარეზებს.
„ფანტასტიკური ახალი ამბავი გვაქვს – ნოვაკი ითამაშებს მადრიდში ფინალურ ტურნირში. მე მქონდა შესაძლებლობა მელაპარაკა მასთან ნიუ იორკში, აშშ-ის ღიას წინ. ნოვაკმა დაადასტურა, რომ შეუერთდება გუნდს მადრიდში. ეს შესანიშნავი შევსება იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. მოუთმენლად ველოდები ტურნირის დაწყებას, რომელიც პირველად გაიმართება ახალ ფორმატში“, – მოჰყავს ჟიმონჟიჩის სიტყვები სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს.