ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულებისთვის მილიონ ფუნტს გადარიცხავს
ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულებისთვის მილიონ ფუნტს გადარიცხავს

ინგლისელი მწერალი, „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი „კოვიდ-19“-ით ყველაზე მეტად დაზარალებულებისთვის მილიონ ფუნტს გადარიცხავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როულინგის განმარტებით, თანხა ორ ნაწილად გაიყოფა – ნაწილი უსახლკაროთა დახმარებას მოხმარდება, ნაწილი კი, ლტოლვილებისთვის და ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის იქნება განკუთვნილი.