ჯო უილსონის ინიციატივით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს

00:16, 26.02.2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.

აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.

კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ხოლო თანასპონსორი – კონგრესმენი სტივ კოენი.

მსგავსი