ჯო უილსონი – სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს, აშშ დგას სალომე ზურაბიშვილის და ქართველ ხალხის გვერდით
სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ დგას სალომე ზურაბიშვილის და ქართველ ხალხის გვერდით.
„აშშ დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ ჩინეთისა და ირანის რეჟიმის მარიონეტულ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – წერს უილსონი.
America stands with the only legitimate Georgian leader @Zourabichvili_S and the Georgian people as they demand free and fair elections, rejecting the sham installation of the CCP and Iranian regime puppet. Sovereignty is not for sale, and the will of free people will prevail.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 29, 2024