ჯო უილსონი - ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა დააკავა ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია, მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვა, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ
ჯო უილსონი - ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა დააკავა ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია, მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვა, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ახლახან დააკავა ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ ბრალდებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმისას.

ცხადია, რომ მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვა, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ. სანქციები არის გამოსავალი“, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.