ჯო ბაიდენმა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა
ჯო ბაიდენმა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტების კითხვას, უნდა გაათავისუფლონ თუ არა ენდრიუ კუომო თანამდებობიდან, თუ ის უარს იტყვის გადადგომაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ვფიქრობ ის უნდა გადადგეს“.

5-თვიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს, ტოქსიკურ სამუშაო გარემოს ქმნიდა და ფედერალური შტატის კანონებს არღვევდა.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.