ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები 1,5 საათი გაგრძელდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ნატო-ში შესვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, ბაიდენი დაჰპირდა ზელენსკის, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო დახმარებას, რათა ქვეყნის გარედან მომავალ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ბაიდენმა ზელენსკის აუწყა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, კრემლს მკაცრი სანქციები დაუწესდება.