ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარ მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარი გამართა
ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარ მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარ მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარს ესწრებოდნენ კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ევროსაბჭოს, ევროკომისიის პრეზიდენტები და ნატო-ს გენერალური მდივანი.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ბაიდენმა მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით.

„მან მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველამ უზრუნველყო ერთიანობა ამ საკითხში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის ერთგული“, – აღნიშნა დუდამ.

მედიის ცნობით, საუბრის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები „მოწოდებული არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას, ვიდრე ეს უკრაინას დასჭირდება“.